ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული, დავით მიქაძის მეგობარი, დავით ჩუბინიძე ამბობს, რომ სუფრებზე და დაბადების დღეებზე დავით მიქაძეს როცა დაყვებოდა, ხშირად უნახავს ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
მეტიც, დღეს მოწმემ სასამართლოზე, სადაც ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, თქვა, რომ აღნიშნულ სუფრებზე მთავრობის მოქმედი წევრებიც დადიოდნენ.
“ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, როგორც მთელი საქართველო… დაბადების დღეებზე მინახავს, იყო ხოლმე ასეთი მომენტები, რომ დამინახავს. იქ იყო ხოლმე დავით მიქაძე.
სუფრებზე როცა დავდიოდი დათო მიქაძესთან ერთად, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის მთავრობის მოქმედი წევრები”- განაცხადა ჩუბინიძემ.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ მოწმეს მოსთხოვა დაესახელებინა, თუ კონკრეტულად რომელი მთავრობსი წევრები იმყოფებოდნენ წევულებაზე, თუმცა დავით ჩუბინიძემ თქვა, რომ არ იცის, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისინი დაცვით გადაადგილდებოდნენ.
პროკურორის არაერთი ჩაკითხვის შემდეგ, მოწმემ გადათქვა მისი ნათქვამი და განაცხადა, რომ სტუმრები თანამდებობის პირები არ იყვნენ.
დავით ჩუბინიძემ დრეს ასევე გაიხსენა ბოლო შეხვედრასაც დათო მიქაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის- ახსენა მუხრანში გამართული წვეულება.
მოწმე: ბოლო შეხვედრა დათო მიქაძის და ოთარ ფარცხალაძის ქალაქგარეთ მახსენდება, მუხრანში იყო რაღაც წვეულება.
პროკურორი: არაფერში ხართ შეზღუდული, დაასახელეთ ვინ თანამდებობის პირები იყვნენ
მოწმე: ვერ დავასახელებ. ზუსტად არ ვიცი, დაცვებით დადიოდნენ.
მოსამართლე: თქვენ თქვით მთავრობის წევრები იყვნენო, თქვით ვალდებული ხართ.
მოწმე: შეიძლება არ იყვნენ და მე მეგონა. ალბათ რაღაც ამერია.
პროკურორი:ანუ რა პასუხი მივიღოთ?
მოწმე: არ იყვნენ თანამდებობის პირები, ეს პასუხი მიიღეთ
დავით ჩუბინიძემ ისაუბრა გიორგი მიქაძეზეც და თქვა, რომ გიორგი მიქაძე ფარცხალაძესთან და დათო მიქაძესთან ერთად სუფრებზე “არ ახსენდება”. ასევე გაიხსენა ის დღე, როცა დავით მიქაძემ ქვეყანა დატოვა და აღნიშნა, რომ აეროპორტში დავით მიქაძე გატეხილი ცხვირით მივიდა.
გიორგი მიქაძე ფარცხალაძესთან და დათო მიქაძესთან ერთად არ მახსენდება, შეიძლება იქ იყო ხოლმე და სხვა სუფრაზე იჯდა. დავით მიქაძეს ხან ტელეფონით ან აპლიკაციებით ვესაუბრებოდი, ხან რაციიდან. ორი სხვადასხვა ნომერი ჰქონდა, როგორც მახსოვს. ბოლოს ქვეყნიდან როცა გავიდა, აეროპორტში მე და დაცვის ბიჭებმა გავაცილეთ. ცხვირი გატეხილი ჰქონდა -ვარჯიშის დროს… ლევან ჯანგველაძის მკვლელობა ტელეფონით გავიგე.
პროკურორი: დათვალიერების ოქმია ბატონი დავითის მობილური ტელეფონის. 2025 წლის 1 იანვრიდან იწყება აქტივობა ამ ნომერზე და 17 სექტემბერს მთავრდება. ინტენსიურია მოხმარება, მაგრამ სულ ვარკეთილი ფიქსირდება. არ გასულხართ ამ პერიოდში ვარკეთილს გარეთ?
მოწმე: როგორ არ გავსულვარ, მაგრამ ალბათ არ დამჭირდა ინტერნეტი ან ტელეფონს სახლში ვტოვებდი.
პროკურორი: მეორე ნომერზეც ზუსტად ასეთი აქტივობაა და მესამეც ხომ არ გქონიათ?
მოწმე: დიახ, ნომერი არ მახსოვს.
მოწმე: წარსულშიც ვარ ნასამართლევი მაგრამ ახლა კობიაშვილის იარაღის დაუფლებას მაბრალებენ. ჩემთან ერთად ბრალდებულია დავით მიქაძეც.
