ვერძი
ამ კვირის ბოლოსთვის ვერძი პირად ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტებს გაივლის. ემოციების აღქმისას, შესაძლოა მელანქოლიის, იდუმალების ან იდეალიზმის გრძნობა გაძლიერდეს. შესაძლოა, ზოგიერატ ვერძს მოლოდინის რეჟიმი ჩაერთოს. სხვები გადაწყვეტენ, რომ სიყვარულის ღირსი არ არიან ან რჩეული მათთან დისტანციასა და პლატონურ გრძნობებს ირჩევს.
კურო
დღეს ყველაზე მეტად გამოგივათ ურთიერთობები. ისაუბრეთ რაც შეიძლება მეტი. კარგი იქნება თუ იმუშავებთ სამომავლო პერსპექტივებისთვის – თუნდაც შედეგი რამდენიმე კვირის შემდეგ იყოს, მთავარია, რომ იყოს. თქვენ შეგიძლიათ პატარ-პატარა ოცნებები აქციოთ რეალობად, ამიტომაც ნუ იჯდებით ერთ ადგილას, მიაღწიეთ თქვენსას. თქვენკენ ხალხი წამოვა, რომლებსაც დახმარების ხელხი უნდა გაუწიოთ – ისინი თქვენ სამომავლოდ დაგეხმარებიან.
ტყუპები
დღეს გამოგიჩნდებათ შანსი, რომ გამოავლინოთ საკუთარი თავი. ამიტომაც განეწყეთ აქტიურად და გამოიყენეთ შესაძლებლობები. სამუშაო ბევრი გექნებათ, ასევე პრობლემებიც, მაგრამ ემოციები მეორე პლანზე დააყენეთ, რათა არ შეგიშალოთ მუშაობაში ხელი. მთავარი აქცენტი ნიუნასებზე გააკეთეთ. დღეს ისინი ბევრი იქნება და მათზე იქნება დამოკიდებული თქვენი მომავალი, ამიტომაც იყავით ყურადღებით.
კირჩხიბი
დღეს წარმატება დაგყვებათ და თან ისე, რომ შეიძლება მიაღწიოთ აქამდე მიუღწეველს. ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ და არ გაუშვათ არცერთი შანსი – ეს თქვენი დღეა. თუ ფულს ვერა, კარგ გამოცდილებას მაინც მიიღებთ. აი ისინი, ვინც დიდი ხანია დაფრინავენ ღრუბლებში, სჯობს დაეშვან – რეალობაში თქვენ უკეთესი პერსპექტივები გელით.
ლომი
დღეს ბედი გიკარნახებთ სად და როგორ ეძიოთ პასუხი ზოგ შეკითხვაზე რომლებზეც ჯერაც ვერ იპოვეთ ის. ფრთხილად გაშიფრეთ ყველა შემოთავაზება – ზოგიერთმა ნიშანმა შეიძლება შეგაცდინოთ. მიყევით ინტუიციას – ის დაგეხმარებათ. ზოგიერთი სიტუაცია ხელს შეგიშლით წინსვლაში. ჰკითხეთ აზრი და მოსთხოვეთ დახმარება ახლობლებს – ეს აუცილებლად დაგეხმარებათ.
ქალწული
დღეს შესაძლებლობები ყოველ ნაბიჯზეა, ამიტომაც ისინი უნდა გამოიყენოთ. ეს თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს დღე შეიძლებაც იღბლიანი აღმოჩნდეს თქვენთვის – შეხვდებით საინტერესო ადამიანებს, რომლებიც სიახლეებს გაგიზიარებენ. ნერვები აუცილებლად მოთოკეთ – ირგვლივ ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. დალიეთ გვირილის ჩაი და ესაუბრეთ ახლობლებს.
სასწორი
დღეს დილა იქნება ძალიან სასარგებლო. ამიტომაც დაალაგეთ პრიორიტეტები და მოკიდეთ ხელი ყველაზე რთულ დავალებებს დღის პირველ ნახევარში. კარგი იქნება თუ დაუსვამთ კითხვებს არამხოლოდ ხალხს, არამედ სამყაროსაც. ერთადერთი ის არის, რომ ზოგი პასუხი მოვა დაშიფრული და თქვენ მოგიწევთ მეტი ძალისხმევის დახარჯვა, რათა მიხვდეთ პასუხს. საბოლოოდ მაინც ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ იქნება.
მორიელი
დღეს მთებსაც გადადგამთ და ირგვლივ მყოფთა ნეგატიური აურაც ვერ შეგიშლით ხელს. თქვენი ძალები მიმართეთ მუშაობისკენ და დაწინაურებაც არ დააყოვნებს. თქვენ ასწრებთ იყოთ ყველგან, აქაც, იქაც, მაგრამ შეეცადეთ, რომ ძალიან არ გადაიწვათ – არ გადატვირთოთ სხეული. უკეთესი იქნება, თუ ხანდახან შეისვენებთ, ხშირ შემთხვევაში ცოტაოდენი მოდუნებაც ძალიან სასარგებლო იქნება.
მშვილდოსანი
დღეს არ დააყოვნოთ – ყველაფერზე სწრაფად გააკეთეთ რეაგირება. მხოლოდ ამ გზით მიაღწევთ ახალ წარმატებებს. ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ – გაუმკლავდებით ყველა უსიამოვნებას სწრაფად და მარტივად. ირგვლივ მყოფებს თქვენი შეშურდებათ. უნდა იმუშაოთ პერსპექტივისთვის. აუცილებლად დააკვირდით ნიშნებს, რომლებიც თქვენს ირგვლივაა – ბედი გიჩვენებთ სწორ გზას.
თხის რქა
დღეს რეალურად თქვენს ირგვლივ ბევრი პრობლემაა, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა თქვენ მაინც ილუზიებისკენ ისწრაფვით. მაინც მოგიწევთ სათითაოდ ყველაფერზე გამკლავება. მითუმეტეს, როცა ამ დღეს თქვენ ყველაფერი მარტივად და სწრაფად გამოგივათ. იყავით ყურადღებით – ალტერნატიული წყაროები დაგეხმარებათ. ურთიერთობები – არც თუ ისე კარგი იდეაა, დღევანდელ დღეს კონფლიქტი ყველა დიალოგში იქნება.
მერწყული
დღეს შეეცადეთ მიაღწიოთ ყველაფერს, მიუხედავად გარემოებისა – იყავით დარწმუნებული. რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს, ეს არის ადამიანებთან პირდაპირ დაჯახება – მოუფრთხილდით კარმას. არ გამოხვიდეთ წყობილებიდან, რომლებიც ვარსკვლავებმა გარგუნათ, თორემ კონფლიქტი არ აგცდებათ. გექნებათ შანსი კარიერულად წინ წაიწიოთ – არ გაუშვათ ეს შანსი, რადგან მეორე შანსი დიდი ხანი აღარ იქნება.
თევზები
დღეს თქვენ ბევრ სხვადასხვა ადგილას იტრიალებთ, სადაც აუცილებლად მოგეცემათ თავისა და ტალანტის გამოჩენის შანსი, ეს კი არ იქნება შეუმჩნეველი. ყოველდღიური პრობლემები თავს შეგახსენებთ და სჯობს დღის პირველივე ნახევარში მოიცილოთ ისინი, რადგან შემდგომ მშვიდად იმუშაოთ. საღამოს შეგიძლიათ განიტვირთოთ – ოღონდ არა მარტო, არამედ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.