საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის ირანის წარმომადგენლები საერთო რაოდენობის 3.1%-ს შეადგენენ. აღნიშნული მონაცემები “ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში 18 თებერვალს ინტერპელაციის წესით გამოსვლისას წარადგინა.
მისი განმარტებით, ირანის მოქალაქეები როგორც ბინადრობის უფლების მქონე პირთა, ისე ქვეყანაში ოფიციალურად დასაქმებულთა ბაზაში ფიქსირდებიან.
კობახიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ირანის მოქალაქეების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ბინადრობის ნებართვა: ამ საფუძვლით საქართველოში 3,331 ირანის მოქალაქე იმყოფება.
შრომითი მიგრაცია: ადგილობრივ შრომის ბაზარზე დასაქმებულ უცხოელთა სპეციალურ ბაზაში რეგისტრირებულია 1,277 ირანელი.
მთლიანობაში, საქართველოში ბინადრობის ნებართვით 107,000-ზე მეტი უცხოელი სარგებლობს. რეიტინგში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, თუმცა კობაიძე ხაზს უსვამს, რომ მათი 30% რეალურად ქართული წარმოშობისაა.
ბინადრობის ნებართვების გადანაწილება
- რუსეთი: 32,129 პირი (29.9%)
- ინდოეთი: 23,930 პირი (ძირითადად სტუდენტები)
- აზერბაიჯანი: 6.3%
- უკრაინა: 6,290 პირი (დამატებით 25,000 ლტოლვილის სტატუსით)
- სომხეთი: 5,000-ზე მეტი პირი
- ირანი: 3,331 პირი
