კოკა მორგოშია ასახელებს მიზეზს, რის გამოც მისი მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძესთან “ურთიერთობა დაეძაბა”.
ლევან ჯანგველაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას აძლევს, ამბობს, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ერთ-ერთ ეტაპზე მისი ტელეკომპანიის “ალტ ინფოს” წილის ყიდვა უნდოდა, რაზეც მისგან უარი მიიღო.
ეს იყო 2022-ის ბოლოს 23-ის დასაწყისში და აქედან დაიძაბა ჩვენი ურთიერთობა – თქვა “ალტ ინფოს” ლიდერმა.
ოთართან მეგობრული ურთიერთობა არ მქონია, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს.. ოთარი მაშინ იყო გადაბარგებული რუსეთის ფედერაციაში, მე პოლიტიკური აქტივობით ვიყავი დაკავებული და ხშირად გვქონდა შეხვედრები.. აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა.. გენპროკურორი როცა იყო მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი, 2020 ან 21-წელს გავიცანი, მისი ინიციატივით, გამოაგზავნა ადამიანი, შევხვდით კაკლებში მის სახლში. ურთიერთობა 2022-წლის ბოლოს დაგვეძაბა. ერთ-ერთ ეტაპზე მას უნდოდა ტელეკომპანიის წილის ყიდვა, რაზეც მე ვუთხარი უარი. არასდროს ოთარ ფარცხალაძესთან ფინანსური დავა არ მქონია, არანაირი ბიზნესი არ მქონია და არ მიმიმართავს შუამდგომლობაზე ჯანგველაძისთვის. ოთარ ფარცხალაძეს ებარა ქუჩა და ეს ყველამ იცის”, – განაცხადა მორგოშიამ.
