ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
“რა მაგის პასუხია და სხვისი ვნებების სადარაჯოზე დადგომისთვის საჭიროა პროფესიონალიზმი და საკითხის სკრუპულოზური აღწერა. მაშასადამე – ქრაშვა არის სამარხვო. იგი გახლავთ აღტაცება სხვის არსებობასა ზედა, ქრაშვის ობიექტის მხრიდან საპასუხო გრძნობების მიუხედავად და ხშირად ნაცნობობის გარეშეც. შეყვარებულობა არის ნახევრად სამარხვო, მაშასადამე, ქრაშვა, რომელსაც ახლავს კოცნაობის მსუბუქი ან მწველი სურვილი და შესაძლებლობის შემთხვევაში კოცნაობა. არასამარხვოა ბოი და ბოი, ბოი და გელ, გელ და გელ ფრენდობა. უკიდურესი თავგანწირვა კი გახლავთ ქორწინება. გამომდინარე კატეგორიების სიმძიმიდან, უდიდესი სიფხიზლე გმართებთ უკონტროლო ქორწინებების მიმართ. ველზე გასვლისას სასურველია, თან იქონიოთ ზეწარი და სანთელი”, – წერს ფანჯიკიძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.