Wednesday, March 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ლევანს ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ ფარცხალაძესთან ფრთხილად ყოფილიყო” – კოკა მორგოშიას ჩვენება

March 4, 2026
“ლევანს ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ ფარცხალაძესთან ფრთხილად ყოფილიყო” – კოკა მორგოშიას ჩვენება

საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კოკა მორგოშია აძლევს ჩვენებას – “ალტ ინფოს” დამფუძნებელმა და მოკლული ბიზნესმენის მეგობარმა სასამართლოს მოუყვა, რომ სანამ ლევან ჯანგველაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთმანეთს გაიცნობდნენ, მანამდე ბევრჯერ უსაუბრია ყოფილ გენერალურ პროკურორთან.

“ერთ-ერთ შეხვედრაზე ფარცხალაძემ მითხრა, ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო” – განაცხადა მორგოშიამ პროცესზე.

მოწმემ სასამართლოს ასევე უთხრა, რომ აფრხთილებდა ლევან ჯანგველაძეს, ფრთხილად ყოფილიყო ფარცხალაძესთან – (უკვე გაცნობის შემდეგ) ერთმანეთის დაბადების დღეებზეც დადიოდნენ, სანამ დაპირისპირება დაიწყებოდა”.

რაც შეეხება ფარცახალაძე-ჯანგველაძის დაპირისპირებას, მორგოშია ამბობს, რომ ის ბიზნესწილებს უკავშირდებოდა.

მკვლელობამდე ალბათ ორი კვირით ადრე, გოდერძიდან რომ ჩამოვიდა, სახლში ავედი მასთან. მაშინ მითხრა რომ 6-7 ადამიანი უნდა ავიყვანო დაცვაშიო – განაცხადა “ალტ ინფოს” ლიდერმა სასამართლოზე.

“ამ საქმეზე ბრალდებულებიდან არც ერთს არ ვიცნობ, რამდენჯერმე მყავს მხოლოდ ჯოხაძე ნანახი. ლევან ჯანგველაძე ჩემი მეგობარია. 2003 წლიდან ვიცნობ. თბილისში ბიზნესი არ ჰქონია, რუსეთში უძრავი ქონება ჰქონდა.
პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე გადავიკვეთეთ რუსეთში მე და ოთარ რომანოვ ფარცხალაძე. წლების მანძილზე ბევრჯერ შევხვედრივარ. ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრა, რომ ახლა რუსეთში ლევან ჯანგველაძის პალაჟენიაა და სახიფათოაო. როცა ლევანს ველაპარაკე და ვკითხე რა საშიშროებას გრძნობდა ოთარი მისგან, მან მიპასუხა რომ არც კი იცოდა ოთარი ვინ იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლევანისგან გავიგე რომ ოთარი გაიცნო და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მე ლევანს ყოველთვის ვაფრთხილებდი, რომ მასთან ფრთხილად ყოფილიყო. ერთმანეთის დაბადების დღეებზეც დადიოდნენ, სანამ დაპირისპირება დაიწყებოდა.

ოთარზე სიგარეტების თემაზე იყო გაბრაზებული. ოთარს უთხოვია დახმარება, ჩემი ფინანსური ინტერესი არ არის, მეგობარს ვეხმარებიო და ლევანის უარმა გააბრაზა. ასევე ვაილდბერისის გადაზიდვებზეც საუბრობდნენ ოთარი და ლევანი, ეს თემა სადამდე მივიდა არ ვიცი. ლევანი ამ დაპირისპირებას და უკმაყოფილებას არც მალავდა.

მკვლელობამდე ალბათ ორი კვირით ადრე, გოდერძიდან რომ ჩამოვიდა, სახლში ავედი მასთან. მაშინ მითხრა რომ 6-7 ადამიანი უნდა ავიყვანო დაცვაშიო. ლევანს ნათესავებიც ეუბნებოდნენ, რომ სანამ თავის დაცვას დაიქირავებდა, მათი გამოეყენებინა. უბრალოდ მოქიას გარდაცვალება იყო ფორსმაჟორი და ვერ მოასწრო.

დათო მიქაძეს ერთადერთხელ შევხვდი, ფარცხალაძის გაცნობამდე და კაზინოს თემაზე გვქონდა დაძაბულობა, შემდეგ გიორგი მიქაძემ დამირეკა ძმის ახალგაზრდული შეცდომის გამო მომიბოდიშაო. ამის შემდეგ უკეთესად გაიცნო ოთარის დაბადების დღეზე დათო მიქაძე და მოგვიანებით გიორგი მიქაძეც”, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ოპოზიციური ალიანსი“ პირველ სამუშაო შეხვედრას მართავს
  • “მიმაჩნია, რომ საერთო ინტერესები გვაქვს იმ საკითხზე, რასაც რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია” – ნიკოლ ფაშინიანი
  • ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge