Wednesday, March 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა

March 4, 2026
2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა

2026 წლის თებერვალში საქართველოში ინფლაცია 4.6%-მდე შემცირდა – წერს BMG საქსტატის ანგარიშზე დაყრდნობით. წინა თვესთან შედარებით წლიური ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, საქსტატის თანახმად ფასების ზრდის მთავარი მდგენელი კვლავ სურსათის ფასის ზრდაა, სადაც ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი. ჯანდაცვის სექტორში ფასები მომატებულია 5.9%-ით, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები 4.3%-ით არის გაზრდილი.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (23.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (13.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (10.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.3 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.5 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (5.6 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი);

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (57.8 პროცენტი), დაზღვევა (8.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (4.5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია, როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.4 პროცენტი).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლარნაკას აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე ჩაკეტილია
  • “ყველა ეპოქის, ყველა თაობის „ნაცი“ გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის „ნაციონალური მოძრაობა“ – ლევან მაჭავარიანი
  • “ჩვენ გარშემო საკმაოდ რთული ვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge