Wednesday, March 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არ ვარ დარწმუნებული, რომ კენჭს ვიყრი” – ვოლოდიმირ ზელენსკი

March 4, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება და არა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის დროს, არ ვარ დარწმუნებული, რომ კენჭს ვიყრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სთან სამმხრივი შეხვედრის გადადების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ, იმედი აქვს, რომ შეხვედრა შედგება, თუმცა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს აბუ დაბიში არ მოხდეს.

„მე მირჩევნია ჟენევა ან, სულ მცირე, ევროპა, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა. თუ რუსეთს ნეიტრალური ადგილმდებარეობა სურს, ავსტრია, ვატიკანი ან თურქეთი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი პატიმრის გაცვლა მოხდება. ამერიკელებისგან უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს, მაგრამ მათ მხოლოდ რუსებთან შეთანხმების კონტექსტში სურთ მათი ხელმოწერა. ამ საკითხში არ ვეთანხმები, მაგრამ საქმე ასეა. ევროპელებთან პროტოკოლიც მზად გვაქვს, მაგრამ ისიც ხელმოუწერელია. არსებობს შეთანხმებები ჩვენი რეკონსტრუქციის შესახებ, მაგრამ მათი დაწყება მხოლოდ მშვიდობის დამყარების შემდეგ შეიძლება. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. ჩვენ 20-პუნქტიან გეგმაზე და ტერიტორიული კონტროლის საკითხზე ვართ გაჭედილები. ამერიკელები ტერიტორიების გაცვლაზე ფიქრობენ, რუსებს კი ჩვენი გაყვანა სურთ. რატომ უნდა გავცვალოთ ჩვენი ტერიტორია სხვა რამეში, რაც ჩვენი სამშობლოს ნაწილია? ჩვენ მხოლოდ დონბასის შესახებ დავიწყეთ მოლაპარაკებები: საუბარია 5800 კვადრატულ კილომეტრზე. მე დიპლომატიური გზა ავირჩიე, მივიღე აშშ-ის წინადადება ფრონტის ხაზის გაყინვის შესახებ. ბევრი ჩვენგანი არ ეთანხმებოდა ამ კომპრომისს, მაგრამ მე დონალდ ტრამპს მივყევი, რომ სულ მცირე საბრძოლო მოქმედებები დასრულებულიყო. თუმცა, რუსებმა უარი თქვეს და დონბასიდან ჩვენი სრული გაყვანა სურთ. შემდეგ ამერიკელებმა შემოგვთავაზეს დემილიტარიზებული ზონები და თავისუფალი ეკონომიკური ზონები ფრონტის ორივე მხარეს. მე ვთქვი, რომ ეს ორივე მხარეს უნდა ეხებოდეს, მაგრამ რუსებმა მიპასუხეს, რომ ეს მხოლოდ ჩვენს მხარეს უნდა იყოს. ეს სუფთა სიგიჟეა“, – განაცხადა ზელენსკიმ

ჟურნალისტის კითხვაზე, მოკავშირეებისგან გარანტიების შემთხვევაში, იქნებოდა თუ არა მზად, დაეტოვებინა დონბასი, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსებს არ სურთ უცხოური ჯარების ყოფნა უკრაინაში და ევროპა ამ საკითხში უფრო მტკიცე უნდა იყოს.

„არ ვაპირებ ეჭვქვეშ დავაყენო, არიან თუ არა უცხოური ჯარები რუსეთში, მაგალითად, 10 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაწყვიტოს მოსკოვმა, რომელი ჯარები განლაგდებიან ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ მინდა ნათლად ვთქვა: მე არასდროს დავტოვებ დონბასს და იქ მცხოვრებ 200 000 უკრაინელს. რატომ უნდა გავაკეთო ეს? იმიტომ, რომ პუტინი ამას მშვიდობის პირობად აწესებს? და მაშინვე წამოაყენებს თუ არა ახალ მოთხოვნებს? არა, მე ამას არ დავეთანხმები. წარმოვიდგინოთ, რომ არა ევროპელები, არამედ ამერიკელები აგზავნიან თავიანთ ჯარებს: რამდენ ხანს? არ მინდა პარალელების გავლება, მაგრამ გავიხსენოთ ავღანეთიდან გასვლა. რა მოხდება, თუ 10 წელიწადში არა ტრამპი, არამედ აშშ-ის სხვა პრეზიდენტი გადაწყვეტს თავისი ჯარების გაყვანას? ჩვენ გვჭირდება ძლიერი უკრაინული თავდაცვითი ხაზი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ევროპას აშშ-ს სამხედრო დახმარების ჩანაცვლება, უკრაინის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.

„ევროპას აქვს სიმდიდრე და ინდუსტრია, მაგრამ ის ჯერ არ არის განვითარებული სამხედრო სფეროში. მას ჩვენი გამოცდილება სჭირდება. ახლა ევროპულმა ინდუსტრიებმა აშშ-სგან ლიცენზია უნდა მიიღონ ამერიკული იარაღის ჩვენს ქვეყანაში წარმოებისთვის. დღეს ევროპელები უფრო სწრაფები არიან, ვიდრე ადრე, მაგრამ ჯერ არ შეუძლიათ შეერთებული შტატების ჩანაცვლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯანგველაძეს რუსეთმა შესთავაზა, ქართულ-რუსულ საკითხებში პოლიტიკური მიმართულებით ჩართულიყო” – მორგოშიას სკანდალური ჩვენება
  • “ამ თბილ ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვაფასებთ” – ფაშინიანი კობახიძესთან შეხვედრაზე
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge