საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს აზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების შესახებ კონკრეტულ მონაკვეთზე, რაც სხვადასხვა ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვაზე იმოქმედებს.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით” – საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
