აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვა სურს, თუმცა ამისთვის „ძალიან გვიანია“. ამის შესახებ იგი Truth Social-ზე წერს.
„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“!“, – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.
ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს „იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“.
