Iran International-ის ცნობით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მკვლელობის მცდელობის შემდეგ ცოცხალია.
გამოცემა ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ აჰმადინეჯადი არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
შაბათ-კვირას, ისრაელის თავდასხმების დროს, საერთაშორისო მედიაში აჰმადინეჯადის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ განაცხადა, რომ ის მოკლეს, ზოგმა კი დაწერა, რომ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებდა.
