Tuesday, March 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები შემოდის, რომელიც ბავშვს უფრო მეტად მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და მისი ადაპტაციისთვის” – გივი მიქანაძე

March 3, 2026
“საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ ექვსი წელი” – გივი მიქანაძე

გივი მიქანაძის ინფორმაციით, შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები დაინერგება, რომელიც ბავშვს სკოლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„150 სკოლასთან უკვე ფუნქციონირებს ე.წ. ფრესქულის პროგრამა. ამასთანავე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და შემდეგი სასწავლო წლიდან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სპეციალური პროგრამები შემოდის, რომელიც ბავშვს უფრო მეტად მოამზადებს სასკოლო ცხოვრებისთვის და მისი ადაპტაციისთვის. თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბავშვების ნაწილი უკვე დადიოდა ამ „ფრესქულში“. ჩვენ რეფორმა დავაანონსეთ, მისი სამუშაო ვერსია დეკემბერში, ხოლო მისი დამტკიცება მოხდა იანვრის ბოლოს, მთავრობის დადგენილებით. რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 3-4 თვე გასული იყო იმ პერიოდიდან, როდესაც ეს ბავშვები ამ „ფრესქულში“ ირიცხებოდნენ და ემზადებოდნენ სკოლაში წასასვლელად. ზუსტად ამ გარემოებების გათვალისწინებით, მშობლებზე ორიენტირებული პოზიციით მივიღეთ საგამონაკლისო წესით ის გადაწყვეტილება. [2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ის ბავშვებით, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ].

იცით, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე გამოცხადებულია და ამ პროცესში რომ მოხვდეს იმ ბავშვების რეგისტრაციაც, რომელთაც 15 სექტემბრის შემდეგ, 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, შესაბამისად უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. ცვლილება არ შევა იმ კონკრეტულ მუხლში, რომელიც 2 კვირის წინ შეიტანეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში, სადაც ჩაკეტილია 15 სექტემბრით, არამედ გარდამავალ დებულებებს დაემატება ერთი დამატებითი მუხლი, რომელიც იტყვის, რომ საგამონაკლისო წესით ეს მუხლი არ ვრცელდება 2020 წელს დაბადებულ იმ ბავშვებზე, რომელთაც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ეს არის ნებაყოფლობითი მშობელს შეუძლია, რომ შეიყვანოს ამ ასაკის ბავშვი და შეუძლია არ შეიყვანოს“,- განაცხადა მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა” – ლევან მახაშვილი
  • ხანძრის შედეგად ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
  • რუსებმა ერთ თვეში ოკუპირებული აფხაზეთიდან 300 ტონაზე მეტი მიმოზა გაიტანეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge