“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი ხალხის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და კულტურაზე წერს:
“უკრაინელების კულტურა, ზნეობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გასაოცარია
ომის პირობებში 55% კიეველმა აბონენტებმა გადაიხადეს კომუნალური გადასახადები,
ჰუმანიტარული ტვირთის განაწილებისას ოჯახები არასდროს იღებენ აუცილებელ საჭიროებაზე მეტს (ეს აქ ჩემი თვალით ვნახე).
ასიათასობით ადამიანი ურიცხავს ყოველდღიურად დახმარებას შეიარაღებულ ძალებს,
კიევის რეგიონის განთავისუფლების შემდეგ აქტიურად დაიწყეს ავტობანების შეკეთება, ყველანაირი დაბნეულობის გარეშე.
მიკოლაევის მიდამოებში მშვიდობიანი მოსახლეობა ეხმარება ჯარს სანგრების გათხრაში.
ისტორიულ ძეგლებს და საერთოდ მემკვიდრეობას იცავენ როგორც შეუძლიათ
რავიცი ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს
გულწრფელად ვიძახი, ამის ნახევარსაც ვერ წარმოვიდგენდი, არადა, ისედაც მათი გულშემატკივარი ვარ დიდი ხანია.
დიდება ამ ხალხს”, – წერს რჩეულიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.