“მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რას ემსახურება ირანთან ზედმეტი ჩახუტება” – ამის შესახებ დიპლომატმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
ვანო მაჭავარიანი “ქართული ოცნების” მთავრობის ირანთან კავშირებს გამოეხმაურა.
ფაქტია, ერთი რამე, რომ ზედმეტი აქტიურობა… აშშ ნებისმიერ მდგომარეობაში, რაც არის ქვეყანაში, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ავტორიტარულია თუ არადემოკრატიულია, მისთვის ის სტრატეგიული თემები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოებას, ტერორიზმს, ექსტრემიზმს, თუ მსგავსი ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობას, ამ თემებზე საქმიანი დიალოგი ყოველთვის მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან კონკრეტულად არის ამერიკის პოზიცია დაფიქსირებული, რა არის მისაღები და რა არ არის მისაღები.
მე არ ვიცი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რას სთავაზობდა “ქართული ოცნება” ირანს, ან რას სთავაზობდა ირანი იმიტომ, რომ მაგალითად ირანის შემთხვევაში ჩვენ გვქონდა, იყო მცდელობები, რომ ეთქვათ, ხომ არ გინდათ ირანული შეიარაღება, ჩვენც გაქვს შეიარაღება, ოღონდ ეს იმდენად თვითონვე არასერიოზულად ითქვა, რომ ხვდებოდნენ, შენ როცა ხარ ამერიკის და ევროკავშირის მოკავშირე ქვეყანა, მათ შორის თურქეთის მოკავშირე და აზერბაიჯანის, ეს საუბარი, რეალურად ამის იქით არ წავიდა.
ახლა რაზე შეთანხმდნენ ირანელებთან, რომ ირანის “შაჰიდებს” ყიდულობენ? – თვითონ მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება, რას ემსახურება ირანთან ესე ზედმეტი ჩახუტება, კვასკვასი. ყველასთვის გასაგებია ბალანსის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება, მაგრამ ასე ღიად ამ თემაში, სადაც ისრაელი, აშშ იძულებულია აგიხსნას, რომ ზედმეტია ეს ყველაფერი, პირველ რიგში შენი პრობლემების უსაფრთხოების თვალსაზრისით იმიტომ, რომ არ არის დასაყრდენი არც ირანი და არც სხვა ქვეყანა შენი რეალური უსაფრთხოებისთვის იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენ ვართ,” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობამ ირანის ისლამურ რესპუბლიკას აიათოლა ხამენეისა და სხვა ლიდერების დაღუპვა მიუსამძიმრა.
