სამხრეთ სუდანის რუვენგის ადმინისტრაციულ რაიონში მდებარე ქალაქს უცნობი პირების ჯგუფი დაესხა თავს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 122 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 82 მშვიდობიანი მოქალაქე.
სამხრეთ სუდანის ინფორმაციის მინისტრმა, ჯეიმს მონილიაკ მიჯოკმა განაცხადა, რომ თავდასხმა აბიემნჰომში მოხდა, რა დროსაც დაჯგუფების წევრები ქალაქში შეიჭრნენ და სამ საათზე მეტხანს იბრძოდნენ.
„მწუხარებით მინდა, გაცნობოთ, რომ დაღუპულთა შორის არიან ოლქის კომისარი და აღმასრულებელი დირექტორი“, – განაცხადა მან.
მედიის ცნობით, ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობა გაიზარდა. სიტუაცია განსაკუთრებით ერთი წლის წინ ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტის რიეკ მაჩარის დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. პრეზიდენტმა სალვა კიირმა 2018 წელს მაჩართან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც ხუთწლიანი სამოქალაქო ომი დასრულდა, რომელმაც, დაახლოებით 400 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა, შეთანხმების განხორციელება ნელი იყო და დაპირისპირებული ძალები ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს.
