გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია
1 მარტიდან, საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიციალურად დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს,- “რომ უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. სეზონის დასრულების შემდეგ ნადირობა სამართალდარღვევად ჩაითვლება და შესაბამისი სანქციები გატარდება.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოში გაიხსნება”.
