“არა ჩადებას!… თავისუფლება სინდისის პატიმრებს… დაისაჯონ ცრუ მოწმეები და ჩამდებები!…” – გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ყოფილი მსჯავრდებულები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან „ჩადების პრაქტიკას“.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ცრუ მოწმეების დასჯას, რომლებიც მათი განცხადებით, არაერთი საქმის განხილვის დროს ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ.
“არა ჩადებას – ეს მოწოდება დღესაც აქტუალურია. წლების განმავლობაში ეს მავნე პრაქტიკა არა და ვერ დასრულდა, ნარკოტიკების ჩადება თუ დანაშულის ჩადება ხდება უდანაშულო ადამიანების ციხეში გამოკეტვის მიზეზი, ცრუ მოწმეები და ეს ე.წ. ჩამდებები არ ისჯებიან, ჩვენ მოვითხოვთ ცრუ მოწმეები დაისაჯონ, დასრულდეს ეს მავნე პრაქტიკა, რაც შესაძლოა ყველა ჩვენგანს შეეხოს და არცერთი რიგითი ადამიანი არ არის დაზღვეული ამისგან” – განაცხადა თეონა ჭალიძემ.
