აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ ნებისმიერ შეტევას ამერიკა მკვეთრად უპასუხებს.
„ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძლიერ დარტყმებს განახორციელებენ, ყველაზე ძლიერს, ვიდრე ოდესმე. მათ ურჩევნიათ, ეს არ გააკეთონ, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რომლის მსგავსიც არასდროს უნახავთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
მანამდე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ისრაელს თავდასხმით დაემუქრა.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი შეტევითი ოპერაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა და ამერიკელი ტერორისტების ბაზების წინააღმდეგ დაიწყება რამდენიმე წუთში“, – ნათქვამია განცხადებაში.
