ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „მუსლიმების წინააღმდეგ ომის გამოცხადება“ იყო.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტისა და მსოფლიოში შიიზმის გამოჩენილი ლიდერის მკვლელობა აღიქმება, როგორც მუსლიმების, განსაკუთრებით კი შიიტების წინააღმდეგ ომის ღია გამოცხადება მთელ მსოფლიოში“ – თქვა ფეზეშქიანმა სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში
„ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის კანონიერ მოვალეობად და უფლებად მიიჩნევს, შური იძიოს ამ ისტორიული დანაშაულის მონაწილეებისა და ორგანიზატორების მიმართ“ – დასძინა მან
