Saturday, February 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პენიტენციური სამსახური მედიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

February 28, 2026
პენიტენციური სამსახური მედიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს პენიტენციური დაწესებულება დროებით, მისი ოჯახის წევრის დაბადების დღის გამო არ დაუტოვებია.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ოჯახის წევრის დაბადების დღეზე პენიტენციური დაწესებულების დატოვებასთან დაკავშირებით.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს არათუ არ დაუტოვებია დროებით პენიტენციური დაწესებულება, აღნიშნული საკითხი არც კი განხილულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან.

ამასთანავე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულს შეიძლება მისცეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრის დაბადების დღე არ წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ განსაკუთრებულ გარემოებას, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა შესაძლოა, დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება.

მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ საკანში მიმდინარეობს 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავება, მათ შორის, გასაჯაროება ხდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს და სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ გაასაჯაროებს ვიდეომასალას.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით უფლებამოსილია, ადგილზე, პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გაეცნოს ვიდეომასალას, რომლითაც უტყუარად დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის არარეალურობა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • 100 000 მომხმარებელს ელექტროენერგია არ აქვს – “თელასი“
  • 11500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა – იხილეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge