Saturday, February 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმედი” და PosTV არ არის მედია, ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის ინსტრუმენტი” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

February 27, 2026
“იმედი” და PosTV არ არის მედია, ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის ინსტრუმენტი” – ლიკა ბასილაია-შავგულიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეოს საბჭოს წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, “იმედი” და PosTV-ი არ არის მედია, “ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის რბილი ძალის ძლიერი ინსტრუმენტი, იარაღი”.

ლიკა ბასილაია-შავგულძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდნენ და ახლაც ეხმარებიან “საქართველოში საზოგადოების აზრის მოტრიალებაში დასავლეთის ვექტორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით”.

“იმედი” და PosTV, ეს არ არის მედია, არ არის მედიაორგანიზაცია თავისი არსით, ეს არის რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის ომში რუსეთის რბილი ძალის ძლიერი ინსტრუმენტი, იარაღი იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ცდილობენ ზუსტად შეასრულონ საქართველოში რუსეთის დავალება, გახლიჩონ ხალხი, წაჰკიდონ ხალხი ერთმანეთს, მოუგონონ ადამიანებს ჭორები და შეაძულონ ადამიანებს ადამიანები, ნახევარი სიმართლით, რომელიც უძლიერესი იარაღია საუბედუროდ და მუშაობს ჩვენთან, ტყუილებით. რას აღარ ბოდავდნენ, დაწყებული დასავლეთის ლანძღვით, დამთავრებული ოპოზიციის ლანძღვით. ეს არ არის ინფორმაცია, რასაც ისინი აწარმოებენ, ეს არის დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა. ზუსტად იგივე ერთი-ერთში, რასაც აკეთებს მარგარიტა სიმონიანი თავის ქვეყანაში, იმას აკეთებს მაგალითად მაგდა ანიკაშვილი. 

არ უნდა განვიხილოთ [“იმედი” და PosTV] როგორც მედია, ეს არის რუსული რბილი ძალის მძლავრი იარაღი, რომელიც ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილს, ეხმარებოდა და ახლაც ეხმარება საქართველოში საზოგადოების აზრის მოტრიალებაში დასავლეთის ვექტორიდან ჩრდილოეთის მიმართულებით და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის ყოველ დღე…” – განაცხადა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანია დაამარცხა
  • „სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად“- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge