ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“წუხელ დოლიძეზე ისევ ვიღაცამ რაღაც იზეიმა. დაახლოებით 01:30-ზე
გამეღვიძა გულგახეთქილს. არ ვიცი სად მეგონა რომ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის 2-3 წამის განმავლობაში ეს იყო საჰაერო შეტევა, რადგან ტვინით ძირითადად იქ ვარ. არადა, ამ ქალაქში ახლა ბევრი უკრაინელი ცხოვრობს – დიდებიც, პატარებიც. ამათ მართლა ომი გამოიარეს. ძალიან გთხოვთ, სულ რამდენიმე თვე გავძლოთ ამ ბათქა-ბუთქის გარეშე.
P.S. ისე ძაღლებს და ჩიტებსაც ძალიან ეშინიათ ხოლმე, მაგრამ ადამიანებით დავიწყოთ.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ოდნავ შემცირებულია ასეთი ხმაურიანი აღნიშვნები”, – წერს ორველაშვილი “ფეისბუქი”- ს პირად გვერდზე.