Friday, February 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში, არც ქვეყანაა გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან” – ირაკლი კობახიძე

February 27, 2026
“ჩვენ სუბიექტურად 54% ავიღეთ წინა არჩევნებში, ამ არჩევნებში შეგვიძლია, ავიღოთ თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობა” – ირაკლი კობახიძე

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად – ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება არაფერი, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება, არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“.

„როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, შემიძლია მოვუწოდო უკლებლივ ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან. არავითარი რისკი არცერთ ქართულ კომპანიას არ შეექმნება. მე ყველას ვპირდები, რომ არაფერი ამ ქვეყანაში არ ჩამოიშლება, არც მედიის თავისუფლება, არც მეწარმეობის თავისუფლება. არცერთი ადამიანის ძირითადი უფლება არ დადგება რისკის ქვეშ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე „ბანკი ქართუ“ გააგრძელებს თუ არა ურთიერთობას დასანქცირებულ ტელეარხებთან, კობახიძის თქმით, კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა.

„მგონია, რომ ყველამ უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა, თუმცა კომერციული სუბიექტების სახელით ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ შემიძლია მოვუწოდო ყველა კომერციულ სუბიექტს ითანამშრომლონ ყველა ტელეკომპანიასთან იმისთვის, რომ თავად ხელი არ შეუწყონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფას. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არცერთ კომერციულ სუბიექტს არ შეექმნება პრობლემები. არცერთ ტელეკომპანიას არ შეექმნება პრობლემები. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის მიერ ბანკის შექმნის სურვილს, თუ კანონის დაცვით იქმნება საქართველოში კომერციული ბანკი… რამდენადაც ვიცი, ტელეკომპანიას არ ეზღუდება კომერციული ბანკის ჩამოყალიბება, ბუნებრივია უნდა იყოს დაცული თანასწორობის ძირითადი უფლება და ლიცენზია უნდა გაიცეს.

არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და POST TV-ის. არაფერი გადასარჩენი არავის არ სჭირს ამ ქვეყანაში. არც ქვეყანაა გადასარჩენი, არც ტელეკომპანიებია გადასარჩენი, ყველაფერი არის ძალიან კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2 029 პირის მიმართ დაიწყო, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 104 პირის მიერ” – საქსტატი
  • რა ვითარებაა ბათუმში ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე
  • ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge