რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება იმედის განცხადებას “იმედის ბანკის” შექმნაზე – “კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ”.
“იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს.
კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომლებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”.
“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე.
ისე, რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”? ფუნტმა დაასანქცირა, ევრომ და დოლარმა ხომ არა? ან ლარების მეტი რაა ამ ბანკებში. ლარებითაც არ რისკავენ?!
რავა ყველგან ამ ბოროტი დიპ სტეიტის საცეცებია. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ იმ გოჭუნიას ყულაბაშიც ჩაჰყოს თათები” – რომან გოცირიძე.
დღეს ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: “სულ რამდენიმე თვეში შევქმნით საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.”
