შალვა პაპუაშვილი კომენტარს აკეთებს “იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირებასთან დაკავშირებით – “გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ეტყობა, იმიტომ, რომ პოს ტვ-სთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ”.
“გავარკვიეთ, რატომ სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს. ეტყობა, იმიტომ, რომ პოს ტვ-სთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, ეს არის უპირველეს ყოვლისა მისი ელჩის მიერ მომზადებული საკითხები… დასკვნა ერთია – ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი და ასე უნდა შევხედოთ დღეის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და ელჩის საქმიანობას
” – ამბობს პაპუაშვილი.
ამ საკითხზე გუშინ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. მას ბოჭორიშვილი შეხვდა, რომელიც შეხვედრის შემდეგ ამტკიცებდა, რომ 40 წუთის განმავლობაში დიპლომატისგან “ვერ მოისმინა არგუმენტი”, რის საფუძველზე მიიღო ბრიტანეთის მთავრობამ იმედისა პოს ტვ-ს დასანქცირების გადაწყვეტილება.
