ნათია თურნავამ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, სულ რომ ჩა-ჩა-ჩა იცეკვოს და შეეხვეწოს საფინანსო ინსტიტუტებს, რომ გაუხსნან თავიდან ანგარიშები, იმედის და PosTV-ის ანგარიშები არ გაიხსნება – ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, თურნავა ძალიან გონიერი და ცბიერი ადამიანია და მისი მიერ გაკეთებულიგანცხადება “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის იყო გზავნილი.
ნათია თურნავა არის ადამიანი, რომელმაც ყველა ხელისუფლებას გაუძლო, ემსახურა, ყველა ლიდერს გაუწია ისეთი სამსახური, როგორც მამას- ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ის ძალიან გონიერი და ცბიერია, გააკეთა განცხადება, “ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის გზავნილი, რომ აი, ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილონ, სინამდვილეში ქართული კანონმდებლობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტს თავისი შეხედულებისამებრ, ან დაუხუროს, ან გაუხსნას, და შეუძლია საერთოდ არ აუხსნას მსგავს სუბიექტს თავისი გადაწყვეტილება. სინამდვილეში, ნათია თურნავამ გააკეთა ორაზროვანი განცხადება – ასიამოვნა ივანიშვილს. ნათია თურნავამ რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, სულ რომ ჩა-ჩა-ჩა იცეკვოს და შეეხვეწოს საფინანსო ინსტიტუტებს, რომ გაუხსნან თავიდან ანგარიშები, ეს ანგარიშები არ გაიხსნება. მსგავსი სანქციების პირობებში, არცერთი კომპანია არ გაუხსნის და ამას არავინ გააკეთებს. ეს თურნავამ ძალიან კარგად იცის და თავიდანვე წაგებულ თამაშში არ შევიდა, – განაცხადა კურპაძემ.
