ივანიშვილის გუნდმა, მორიგი გაფრთხილება, ევროკომისიის პრეზიდენტისაგან მიიღო. ოპოზიციონერი ლიდერების წერილის პასუხად, ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, რომ თუ ქვეყანაში რეგრესი გაღრმავდება და დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდება, შესაძლოა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე მათ შორის, საქართველოს იმ მოქალაქეებსაც დაემუქროთ, რომლებიც ევროპული მომავლისათვის იბრძვიან.
ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილს, წინ „ქართული ოცნების“ ტყვეობაში მყოფი პოლიტიკური ლიდერების მიმართვა უსწრებდა. ტექსტი 2025 წლის 22 სექტემბრით თარიღდება. მისი ავტორებიდან 3 უკვე თავისუფალია, თუმცა პოლიტიკური პროცესების, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის მიმართ დამოკიდებულება, არცერთ მათგანს არ შეუცვლია.
„ქართული ოცნების“ ოპონენტებს დასავლეთის ყველა არგუმენტი ზედმიწევნით კარგად ესმით, თუმცა, მაინც ფიქრობენ, რომ დემოკრატიული უკუსვლის ყველა ნეგატიურ შედეგს ოლიგარქი და მისი გარემოცვვა უნდა იმკიდეს.
