Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები

February 26, 2026
მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების მიმართულებების პროფესორები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებენ, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები.

“ფაკულტეტზე არსებული ბიზნეს სკოლა ყველაზე დიდი ბიზნეს სკოლაა საქართველოში. სკოლას აქვს უნიკალური და ძალიან მოთხოვნადი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ანიჭებს BBA da MBA კვალიფიკაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, ჩვენ ინგლისურენოვან MBA-ს არ ჰყავს ანალოგი საქართველოში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროგრამაში ისწავლება მრავალფეროვანი, ინოვაციური და უნიკალური სასწავლო კურსები. ის შემუშავდა ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროგრამა არის სრულიად ინგლისურენოვანი, რაც იძლევა არამხოლოდ ადგილობრივი სტუდენტების ევროპულ უსდ-ში “ერასმუს” + ფარგლებში სასწავლებლად გაგზავნას, არამედ შესაძლებელს ხდის პროგრამაზე უცხოელი სტუდენტების მიღებას. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს აქვთ ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა (დღეისთვის 26 ქართველ სტუდენტს მოპოვებული აქვს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის კუთხით, 24 ავსტრიელს კი ილიაუნის MBA). რაც შეეხება ტრადიციებს, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ვერცერთი პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ვერ ჩაითვლება ტრადიციულად იმ მიზეზის გამო, რომ სამწუხაროდ, 1990-იან წლებამდე ეს პროგრამები არსად ისწავლებოდა. 12 თებერვლის დადგენილების შედეგად ფაკულტეტის ყველა სკოლაში შემცირდა მისაღები კვოტების რაოდენობა, ბიზნეს სკოლაში კი საერთოდ განულდა. ჩვენ პროგრამების მაღალი ხარისხისა და მათზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის დისკრიმინაციული ჩვენი ფაკულტეტის მიმართ. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებებს, შეცვალონ დადგენილებით დაწესებული კვოტები”, -აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სხეულის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით სამი პირია დაკავებული”- რა ინფორმაცია ვრცელდება
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • დაპირისპირება საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე – მაღლაფერიძეს განმარტებები მოსთხოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge