Thursday, February 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას” – ევროკომისიის პრეზიდენტის პასუხი ოპოზიციას

February 26, 2026
“უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას” – ევროკომისიის პრეზიდენტის პასუხი ოპოზიციას

ევროკომიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ოპოზიციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს – “უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მტელ მოსახლეობაზე, თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას”.

“მადლობას გიხდით თქვენი ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღნიშნო, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ძალისხმევას ქართველი ხალხის დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისთვის. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ნეგატიურ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირს ჰქონდა მტკიცე რეაქცია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და უსამართლოდ დაკავებული პირი. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება არჩევნებში დარღვევებთან, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან, რეპრესიული კანონმდებლობის მიღებასა და სასამართლო სისტემის რეპრესიის ინსტრუმენტალიზებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს.
მიმდინარე მოვლენებზე რეაგირების მიზნით, კომისიამ მიიღო შესაბამისი ზომები, მათ შორის ხელისუფლებისთვის ორმხრივი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება და ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების დაქვეითება. გარდა ამისა, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ ნაწილობრივ შეაჩერა საქართველოსთან ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რაც გავლენას ახდენს ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, როგორც ეს უკვე დაასკვნა ევროპულმა საბჭომ 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში.

2025 წლის 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ვიზების შეჩერების მექანიზმის შესახებ უახლეს ანგარიშში კომისიამ დაასკვნა, რომ საქართველომ კიდევ უფრო დაიხია უკან მმართველობის, კანონის უზენაესობის, ვიზების შესაბამისობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად კრიტერიუმებში, რომლებიც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს. ამ უკუქცევის სისტემური და განზრახ ხასიათის გათვალისწინებით, კომისიამ დაიწყო შემდგომი ზომების პროცედურა ვიზების შეჩერების გადახედილი მექანიზმის ფარგლებში. ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც უზრუნველყოფს შეჩერების ერთგვაროვან გამოყენებას ყველა წევრ სახელმწიფოში. მეორე ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე, თუ ქართველი ოფიციალური პირები გააგრძელებენ დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევას.
წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საქართველოში შესაძლო შემდგომ ზომებს. მიუხედავად იმისა, რომ წევრმა სახელმწიფოებმა სანქციებზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, გრძელდება დისკუსიები დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად მიიღება საბჭოში.
ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოში დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის. დარწმუნებული იყავით, რომ ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპული მომავლისკენ მისწრაფებებს.
პატივისცემით.
ურსულა ფონ დერ ლაიენი” – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ოპოზიციონერებისთვის გაგზავნილ წერილში.

ოპოზიციის ლიდერებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მისწერეს წერილი. ოპოზიციონერებმა ფონ დერ ლაიენს მოუწოდეს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ” – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტს ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის მარტი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
  • “ეს არ არის „პოსტივისა“ და „იმედის“ წინააღმდეგ მიმართული, ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა” – ვასილ მაღლაფერიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge