24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი” და “პოსტივი” დაასანქცირა, რაზეც კომენტარი გააკეთა გია ჯაჯნიძემ – “შეხედეთ, ზღვა ღელავს, მე არა. იმიტომ რომ ცოცხალი ვარ- თუ ცოცხლები ვართ, ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ჯანმრთელობა და დარდი ადამიანს აბერებს. ასე რომ ვიყოთ მშვიდად – არ დავეძებ ვინ ვინ დაასანქცირა, ჩვენ კარგად ვიქნებით. ასეთია ჩემი კომენტარი”.
