ნინო წილოსანმა კომენტარი გააკეთა “იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირებაზე, დიდი ბრიტანეთის მხრიდან – “იმედსა და პოსტ TV-ზე, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა ნაცსექტა”.
“იმედსა და პოსტ TV-ზე, როგორც თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმით დიდმა ბრიტანეთმა რეალურად გაანადგურა ნაცსექტა იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, ამ ბოლშევიკური დანოსების გამშვები ვინ არის… ვერ წარმომიდგენია რა სერიოზული ახსნა უნდა ჰქონდეს ბრიტანეთის ელჩს ამ სანქცირებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა და ის თითიდან გამოწოვილი, თუ სრულებით სასაცილო არგუმენტი, თითქოს იმედი და POS TV არ ავრცელებდა უკრაინასთან დაკავშირებულ სწორ ინფორმაციას, ნიშნავს, რომ გვეუბნებიან, თურმე იმედს და პოსტ TV-ს უნდა ემტკიცებინა, რომ უკრაინა ომს იგებს და მაშინ, როდესაც ზელენსკის ლეგიტიმაციაზე ამერიკის პრეზიდენტი საუბრობს, თურმე ამაზე უნდა გაჩუმებულიყო იმედი და POS TV” – თქვა ნინო წილოსანმა ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ იმედთან.
