გაერთიანებული სამეფოს მიერ პროსამთავრობო არხები TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, ელჩი გარეთ უორდი ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – ის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
უორდის საგარეოში დაბარების შესახებ განცხადება, მაკა ბოჭორიშვილმა სამთავრობო რუსთავი 2-ის ეთერში 25 თებერვალს გააკეთა და თქვა, რომ მოითხოვენ “განმარტებას, რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების”.
24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია
