გავრცელებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო – ინფორმაცია და კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ცეცხლი გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულია – ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
