ქუთაისის N7 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი სკოლის ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი თამარ ცინცაძე.
ქალბატონი თამარი მრავალი წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდა განათლების სფეროს, ღირსეულად ასრულებდა მასწავლებლის უმნიშვნელოვანეს მისიას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოსწავლეთა აღზრდასა და პიროვნულ განვითარებაში. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და პედაგოგიური სიფრთხილით, რაც მისი საქმიანობის განმსაზღვრელი იყო…
მისი, რჩევა და მხარდაჭერა მუდამ იყო ჩემი ძალის წყარო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში ქალბატონი თამარ ცინცაძე სამაგალითო პედაგოგის, ერთგული კოლეგისა და ღირსეული ადამიანის სახით სამუდამოდ დარჩება ჩვენი სასკოლო საზოგადოების ისტორიასა და გულებში სსიპ ქ. ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს მისი გარდაცვალების გამო და გულწრფელად უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოსწავლეებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
