ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მიქაძის დასაცავად სასამართლო პროცესებში კანადელი ადვოკატები ჩაერთვნენ.
- ცნობისთვის, საქმის მთავარი ფიგურანტი, ბრალდებული გიორგი მიქაძე კანადის მოქალაქეა.
კანადელი ადვოკატები სასამართლო სხდომაზე დღეს პირველად მივიდნენ. ისინი მომდევნო პროცესებსაც დაესწრებიან და საქმის მთავარ მასალებს შეისწავლიან.
იმ შემთხვევაში თუ ქართული სასამართლო გიორგი მიქაძის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, შესაძლოა კანადამ მისი ექსტრადიცია მოითხოვოს.
- ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
- გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.
- რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, გამოძიების ცნობით, მან გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაული დაფარა.
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
