ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ფინანსური მდგომარეობა კრიტიკულია და დასანქცირების შემდეგ მისი საბანკო ოპერაციები სერიოზული შეზღუდვების წინაშე დადგა. მისი შეფასებით, არხის ვალდებულებები და საგარეო ანგარიშსწორების ბარიერები ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
“იმედს” აქვს 500 მლნ ლარის ოდენობის ვალი, ამიტომ როგორადაც არ უნდა გასკდეს ხელისუფლება, ის “იმედს” ვერ შეინახავს ამ გზით. რაც შეეხება საბანკო ურთიერთობებს, არცერთი ბანკი, არც “ქართუ ბანკი”, არც “ლიბერთი ბანკი” არ გარისკავს, რომ “იმედის” საგარეო მომსახურება გასწიოს. “იმედი” ერთ თეთრსაც ვერ გადაროცხავს დოლარში, ევროში, მითუმეტეს ფუნტებში. რაც შეეხება ლარით ანგარიშსწორებას, აქაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნები იქნება, იმიტომ, რომ რომელი ბანკი დაიჭერს თუნდაც სალარო ურთიერთობას “იმედთან”? მოუწევთ შავი ხვრელების გამოყენება, როგორც აკეთებს ირანული დასანქცირებული მედია, როგორც აკეთებს რუსული მედია, მაგრამ ის განსხვავებაა, რომ ირანს საკუთარი ანგარიშსწორების სისტემა აქვს საკუთარ ვალუტაში. “იმედი”, რომელიც იყო ტოქსიკური და წამლავდა საზოგადოებას, უკვე ნებისმიერი მასთან შემხები პირის ტოქსიკური ხდება ბანკი იქნება ეს თუ რეკლამის მიმტანი ორგანიზაცია. სერიოზული კომპანია “იმედში” რეკლამას არ მიიტანს. “იმედი” უნდათ, რომ აჰკიდონ სახელწიფოს ანუ ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. “იმედი” არის მომაკვდავი კომპანია, ვისაც რა გინდათ, ის წააწერეთ მის საფლავის ქვაზე, “- ამბობს რომან გოცირიძე.
