ოცნების პროპაგანდისტული POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე, ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩია უდანაშაულოდ ცნო.
“ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ!” გავიმარჯვეთ!” – წერს სოციალურ ქსელში ვიტალი გუგუჩიას ცოლი, მირანდა ჯობავა და ფოტოს აქვეყნებს
2024 წლის 31 მაისს ოცნების პროპაგანდისტული PosTV-ის ჟურნალისტი ნათია ბერიძე და გადამღები ჯგუფი სამეგრელოში ვიტალი გუგუჩიას საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. გავრცელებულ კადრებში ჩანდნენ გუგუჩიას ოჯახის წევრები, მათ შორის, მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვები. ამის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე დაიწყო.
