“დაბრუნდეს სკოლაში ნატალია მასწავლებელი” – ქუთაისის 36-ე სკოლასთან მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი მასწავლებლის, ნატალია თურქაძის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც დირექტორმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.
ნატალია თურქაძის გათავისუფლების მიზეზი კი სკოლის მოსწავლეების მშობლების საჩუქარი გახდა, რომელიც მათ მასწავლებელს 8 თვის წინ გაუკეთეს. 2025 წლის ზაფხულში მე-12 კლასელების მშობლებმა მასწავლებელს პატივისცემის ნიშნად სამოგზაურო ბილეთი აჩუქეს.
ვიდეოსა და ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Info imereti ავრცელებს.
