ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს “იმედისა” და “პოსტივის” დასანქცირებაზე, მისი თქმით – “დაცული იქნება, როგორც ტელევიზიისთვის, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია პოს ტვ-ში”.
“ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტი. ამ ქვეყანაში ბუნებრივია სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არის პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვაზე, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვაზე.
2012 წლამდე ამ ქვეყანაში იყო შელახული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის, მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და 2012 წელს სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, იმაზე, რომ არავის შევალახვინებთ ამ ძირითად უფლებას – დაცული იქნება, როგორც ტელევიზიისთვის, ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე ტელეკომპანია პოს ტვ-ში.
არცერთ ჟურნალისტს არცერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლება ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს” – თქვა ირაკლი კობახიძემ დიდი ბრიტანეთის სანქციებზე საუბრისას.
გუშინ დიდმა ბრიტანეთმა ოცნების პროპაგანდისტული პოს ტვ და იმედი დაასანქცირა.
