დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა განცხადებაა გააკეთა მასშტაბურ სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც “იმედსა” და “პოსტივის” შეეხო.
“ამ დოკუმენტში მოხვდა ჩრდილოვანი ფლოტი, გემები და ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის მიზნით დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებენ. ასე რომ, ეს არის დიდი პაკეტი.
სანქციების ეს პაკეტი არის სიგნალი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი დგას უკრაინის გვერდით და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას რომ შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და რუსეთის ინფორმაციული ნარატივები” – თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეტ უორდმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური სანქციების პაკეტზე საუბრისას.
სანქციების ახალი პაკეტის შესახებ დიდმა ბრიტანეთმა დღეს გამოაცხადა.
