დიმიტრი მედვედევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.
„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს“, – წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან“.
„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, – აცხადებს მედვედევი.
