“ჩვენ კომპლექსურად ვუყურებთ ამ საკითხს – სიღარიბის დაძლევა არ არის უბრალოდ დანახარჯების გაზომვა, არამედ ეს არის იმის მიღწევა, რომ ადამიანების რაც შეიძლება დიდ მასას, რომელსაც ამ დრომდე ჰქონდა პრობლემა გამკლავებოდა სიღარიბეს, ჰქონდეს მეტი უნარი,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ “რუსთავის 2”-ის გადაცემა “დებატებში” ისაუბრა.
“სხვათა შორის, არ მივიჩნევთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უბრალოდ ფულის გადახდით პრობლემა აღმოიფხვრება – ამას სჭირდება, მათ შორის, უნარების განვითარება. განათლების რეფორმაც ამასთან კავშირშია და, მაგალითად, დასაქმების პროგრამები, რომლებიც ჩვენი სამინისტროს ქვეშ საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს, – ხდება ერთგვარი ჯაჭვის აწყობა, მაგალითისთვის, პროფესიული განათლება ქმნის შესაძლებლობას,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
