რუსთავის მერიის ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები აღმოაჩინეს.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე მოაწოდა ინფორმაცია და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგთა ჯგუფი მალე დაიწყებს.
„საგზაო სამუშაოები აღმოჩენილი სამარხიდან მოშორებით, გზის მეორე პერიმეტრზეც არქეოლოგთა მეთვალყურეობით გაგრძელდება“, – აღნიშნულია რუსთავის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში
