Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება

February 23, 2026
საფრანგეთში ქართული უხმო კინოს რეტროსპექტივა იმართება

პარიზში, ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდში (Fondation Jérôme Seydoux-Pathé) რეტროსპექტივა „ქართული უხმო კინო – ერის სარკე“ მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება, რომელიც 4 თებერვლიდან 3 მარტამდე ქართული კინოს ავანგარდის 20-მდე ფილმის ჩვენებას ითვალისწინებს, „კარტბლანშის“ პრინციპით ხორციელდება.

„აღნიშნული სტატუსი ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდმა სპეციალურად საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს მიანიჭა. რეტროსპექტივის ფარგლებში გაიმართა ავანგარდული ქართული კინოსადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ევრიმაჟის წარმომადგენელი, კინორეჟისორი სოფია ბაბლუანი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის პროექტების მენეჯერი, კინომცოდნე ნინო ქავთარაძე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო არქივის ხელმძღვანელი გიორგი კაკაბაძე, ქართული კინოს სპეციალისტები – აღმოსავლური კულტურის უნივერსიტეტის, INALCO-ს ემერიტუს პროფესორი ჟან რადვანი და სორბონას უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელლე ჩომენტოვსკი, ასევე, პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტის კომპარატივისტული ლიტერატურის ლექტორი მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი.

მომხსენებლებმა იმსჯელეს 1920-იანი წლების საქართველოში მხატვრულ ლიტერატურასა და ქართული კინოს საწყისებს შორის კავშირზე, მიმოიხილეს ავანგარდული ქართული კინოს ისტორიული კონტექსტი და ხაზი გაუსვეს მის გამორჩეულ ადგილს მსოფლიო კინოს ისტორიაში.

რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებლისათვის ჟერომ სეიდუ-პატეს ფონდის კინოთეატრში წარდგენილ ფილმებს შორის არის: „ჩემი ბებია“, „ელისო“, „მარილი სვანეთს“, „უგუბურა“, „ხანუმა“, „გიული“, „ვინ არის დამნაშავე“, „სურამის ციხე“ და სხვა. აღსანიშნავია, რომ კინოჩვენებები პარიზის მუსიკისა და ცეკვის ეროვნული კონსერვატორიის პიანისტების მიერ შესრულებული მუსიკალური აკომპანემენტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ეროვნული არქივის ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იანვარში კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 141%-ით გაიზარდა
  • კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23 თებერვალი – 1-ელი მარტი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge