„სისტემა უნდა დაინგრეს” – ამის შესახებ დავით ხომერიკმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, პაატა სილაგაძემ მისი 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა.
„ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და გაბრაზებულ ადამიანს შეიძლება უამრავი ცუდი ფიქრი და აზრი უტრიალებდეს თავში და ამას იმის შედეგად არ აკეთებდეს, რასაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა [გვასწავლის].
ეს იგივეა, მე რატომაც ვზივარ ახლა ციხეში… დაფიქრება? ფიქრი ფიქრად რჩება, ხომ არ შეიძლება, ფიქრის გამო ვინმე დაიჭირო და ციხეში ჩასვა. მოქმედებაში არ არის მოსული ფიქრი. შეიძლება ვიღაცის ცემა მოგინდეს, ვიღაცის ის მოგინდეს, ანუ გაბრაზებულ გულზე ვამბობ ხო, ადამიანები ვართ, მაგრამ ამას არ აკეთებ იმიტომ, რომ იცი, შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო.
ნუ შეგეშინდებათ და ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა დავით ხომერიკმა.
