Financial Times -ის ინფორმაციით, ირანმა რუსეთთან 589 მილიონი დოლარის [500 მილიონი ევრო] ღირებულების საიდუმლო კონტრაქტი გააფორმა Verba-ს ტიპის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად.
როგორც Financial Times აღნიშნავს, საიდუმლო შეთანხმების დოკუმენტმა გაჟონა. ამავე ცნობით, შეთანხმება დეკემბერში მოსკოვში გაფორმდა და ირანისთვის 3 წლის განმავლობაში, სამ ტრანშად Verba-ს ტიპის 500 გამშვები მოწყობილობის და 2500 9M336 ტიპის რაკეტის მიწოდებას ითვალისწინებს.
“თეირანმა ასეთი ნაბიჯი გადადგა ისრაელთან გასული წლის კონფლიქტის დროს განადგურებული საჰაერო თავდაცვის სისტემის აღსადგენად” – წერს FT.
შეთანხმება რუსეთის სახელმწიფო იარაღის ექსპორტიორ კომპანია „როსობორონექსპორტსა“ და ირანის თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის სამინისტროს შორის დაიდო.
