Monday, February 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ – შსს

February 23, 2026
“აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ –  შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი”, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს. აღმოჩენილია კუსტარული ნარკო ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი”, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

სამართალდამცველების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკო ლაბორატორიები, სადაც ნარკო დამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმის სამშობიაროში დედის მიერ დაზიანებული ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
  • უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის საფასური 200 ლარი, დაჩქარებული წესით კი 400 ლარი იქნება
  • რა ვითარებაა გზებზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge