Sunday, February 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

ოკამში დამნაშავემ პოლიციელებს ესროლა – ადგილზე სპეცრაზმი შეიყვანეს

February 22, 2026
ქალი ყოფილ მულს ყალბი პროფილიდან, კაცის სახელით გაეცნო, მოიპოვა მისი შიშველი ფოტოები და ნათესავებთან გაავრცელა – საგამოძიებო

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოდა, როცა სამართალდამცველები დამნაშავის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ და მისი დაკავება სცადეს.

შსს-ს ცნობითვე, შემთხვევას წინ ბრალდებულსა და კიდევ ერთ მოქალაქეს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შედეგადაც დაკავებულმა მეორე მამაკაცი ფეხის არეში დაჭრა.

ადგილზე სპეცრაზმია შეყვანილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და პოლიციელების მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული გ.შ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრებმა ბრალდებულმა პირმა, ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაზიანება მიაყენა 1983 წელს დაბადებულ მ.შ-ს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მომხდარიდან მალევე დაადგინეს.

გ.შ-ს საცხოვრებელ სახლთან, მისი დაკავების მიზნით მისულ სამართალდამცველებს ბრალდებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ადგილზე საჭირო გახდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მობილიზება.

შიდა ქართლის პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ წარმატებით ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად გ.შ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე და 353-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს
  • „გელოდებათ საჩუქრები, ფული და სიყვარული…“ – ასტროლოგი 3 ზოდიაქოს ნიშანს მიმართავს
  • საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატრიარქის, ილია II-ის სახელით მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge