“ღამე ტუალეტში შესულა და უმშობიარია… მკვდარია ეს ბავშვი, რომ ნახოთ – ყელი აქვს გამოღადრული და ის ქალი ცალკე გაგიჟდა… რომ ატყდა ჩოჩქოლი და რომ არ გამოვიდა საპირფარეშოდან – ეს ბავშვიც სისხლის დანაკარგი, ამ ქალსაც უამრავი სისხლი დანაკარგი, მერე ატყდა ერთი ამბავი. ბავშვი არის ცოცხალი, ფაქტიურად ყელი აქვს გამოღადრული ბავშვი გამოკვლევების ფაზაშია, ქალთან ფსიქიატრს დავუძახეთ, დაცვა დავაყენეთ, რომ თავი არ მოიკლას და ვართ ამ დღეში… ქმარი ჰყავს ინვალიდი, თან გაშორებულია, ზუსტად არ ვიცი მაგრამ მე მგონი ურთიერთობა არ აქვთ. ფაქტია არის ნუ ლევად გაჩენილი ეს ბავშვი. ეტყობა მალავდა. განყოფილება 400 კაციანი კოლექტივია, კითხეს ჯანმრთელობით როგორ ხარო, იქით დაწყევლა, ფეხმძიმედ ხომ არხარო და არაო და იქით დაუწყია წყევლა თანამშრომლების, მე არაფერი არ მჭირს, ეტყობა გავსუქდიო. ძალიან რთულია, წარმოიდგინეთ ხომ იცით ზოგს არ აქვს ისე არ ეტყობა, როგორც ყველას” – განაცხადა კლინიკის ექიმმა, ჯუმბერ უნგიაძემ TV პირველებთან საუბრისას.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარმა მშობიარობის შემდეგ ახალშობილს სახისა და ყელის არეში დაზიანებები მიაყენა და მისი მოშორება სცადა.
