ზოგჯერ დაღლილობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დასვენების საჭიროება.
თუ ენერგიის ნაკლებობას მუდმივად გრძნობთ, შესაძლოა ორგანიზმი ფარულ პრობლემაზე განიშნებდეთ. რატომ არ უნდა უგულებელვყოთ ქრონიკული სისუსტე? ამ თემაზე გვესაუბრება დ.აბულაძის ქართულ- იტალიური კლინიკის ოჯახის ექიმი,თერაპევტი ხათუნა თაბაგარი.
– ქალბატონო ხათუნა, რას ნიშნავს „ადვილად დაღლა“ სამედიცინო თვალსაზრისით და როდის ხდება ის საყურადღებო სიმპტომი?
-სამედიცინო ენაზე ადვილად დაღლა ქრონიკულ დაღლილობას ან მუდმივ გამოფიტვას ნიშნავს და სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი გადაღლისგან. ეს არის აუხსნელი, ხანგრძლივი სისუსტე, რომელიც დასვენების შემდეგაც არ ქრება. ამ დროს ორგანიზმი გრძნობს ენერგიის დიდ დანაკარგს სრულიად უმნიშვნელო ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის დროსაც კი. ხშირად ამ მდგომარეობას თან ახლავს ყურადღების გაფანტვა, თავბრუსხვევა ან კონცენტრაციის გაძნელება.
ეს მდგომარეობა საყურადღებო კლინიკურ სიმპტომად ჩაითვკება, თუ გრძელდება ზედიზედ 2 კვირაზე მეტხანს და/ან მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას. განაგრძეთ კითხვა…
